Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი რჩება

თარიღი : 20-05-2020, 11:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. პაციენტი ქობულეთის ე.წ. კლასტერს მიეკუთვნება და ის ორკვირიან თვითიზოლაციაში გადავა. სამედიცინო დაწესებულებაში კი ერთი პაციენტი დარჩება, რომელსაც გამოჯანმრთელებაზე ტესტი ორ დღეში გაუკეთდება. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოში ჯამში კორონავირუსისგან 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა. უკვე 20 დღეა, რაც კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუღიათ.

რაც შეეხება საჩხერის სამედიცინო ცენტრს, დაწესებულებაში კოვიდ 19-ით მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს 2 ან 3 დღეში გაუკეთებენ.

ცნობისთვის, 20 დღეა იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.


ნანახია: 254-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი