Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფლებში გზების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

თარიღი : 18-05-2020, 22:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია ერთდროულად სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი შუამთის, ტობანიერის და ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

შუამთა-ტობანიერის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე დასრულებულია გზის დაპროფილება, საფუძვლის მოწყობა ფრაქციული ღორღით, ქვიშა-ხრეშის ბალიშის მოწყობა, ლითონის მილების მონტაჟი და ბეტონის სათავისების მოწყობა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „ნიუ პოვერი“ ახორციელებს. აღდგენითი სამუშაოებისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 860 000 ლარია გამოყოფილი.

ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყოფილი კომისარიატიდან კეჭინარას მიმართულებით, დასრულდა ბეტონის გზის მოწყობა არმატურის ბადით. მიმდინარეობს ბეტონის საფარზე ნაკერების გაკეთება და მისაყარი გვერდულების შევსება ქვიშა-ხრეშოვანი მასალით. პროექტის საერთო ღირებულება 298 900 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შ.პ.ს „გი-ან 2011“ ახორციელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდება.


ნანახია: 251-ჯერ

მსგავსი სიახლეები