Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აფხაზეთში მცხოვრები ორსული, რომელიც დახმარებას ითხოვდა, ქუთაისის კლინიკაში გადმოიყვანეს

თარიღი : 18-05-2020, 20:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აფხაზეთის მკვიდრი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ორსულობისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ექიმის დახმარება ესაჭიროებოდა, თუმცა ე.წ. საზღვარზე გადმოსვლას ვერ ახერხებდა, ქუთაისის კლინიკაშია მოთავსებული. 41 კვირის ორსული კატასტროფის ბრიგადამ “ კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში გალიდან შეიყვანა. ახალგაზრდა ქალის გადმოყვანა ხელისუფლების ჩარევის შედეგად მოხერხდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორსული პაციენტი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საზღვარზე გადმოსვლას ვერ ახერხებდა და დახმარებას ითხოვდა.

“პაციენტი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა, რადგან ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი იყო, ხოლო ენგურის ხიდზე ფეხით გადმოსვლა არ შეეძლო. აქედან გამომდინარე, ითხოვდა დახმარებას. ჩვენ მაშინვე ჩავაყენეთ საქმის კურსში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქალბატონი ქეთევან ბაკარაძე, რომლის უშუალო ჩარევით და ოპერატიული რეაგირებით მოხდა აღნიშნული პაციენტის კლინიკაში გადმოყვანა,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მამუკა მიქაძე.

პაციენტის თქმით, აფხაზეთში ექიმებმა უარი თქვეს მის მიღებაზე იმ მიზეზით, რომ რთული პაციენტი იყო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაინც ამშობიარებდნენ და ახალშობილს რაიმე დასჭირდებოდა, აღნიშნულ საჭიროებას ვერ უზრუნველყოფდნენ.

კლინიკაში ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ორსულის მდგომარეობა დასტაბილურდა. ქალს უკვე ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ამ ეტაპზე დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.


ნანახია: 246-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი