Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში ბუნებრივ აირს დამატებით 400-მდე ოჯახი მიიღებს

თარიღი : 15-05-2020, 12:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წიფლავაკისა და საღვინის გაზიფიცირება დაიწყო.

სოფლების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფისთვის 32 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ დაახლოებით 400 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს. პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.

გაზიფიცირების სამუშაოები სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს და მიმდინარე პროექტის შესახებ ადგილზე მიიღეს ინფორმაცია.

"სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე პროექტით გაზიფიცირების სამუშაოები მთლიანად სრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ რეგიონისთვის",- აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების დათვალიერებისას.


ნანახია: 176-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი