Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია კიდევ ერთმა ჩინოვნიკმა დატოვა

თარიღი : 14-05-2020, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში მორიგი შიდა საკადრო ცვლილება გრძელდება. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ლევან კინწურაშვილის შემდეგ, თანამდებობა ზვიად ჯავახიამაც დატოვა. დღეიდან ჯავახია ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს. ჯავახიას ადგილს მისი მოადგილე გაგა სანდუხაძე დაიკავებს.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ჯავახიამ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის მუშაობას ა(ა)იპ ბაგა ბაღების გაერთიანებაში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ზვიად ჯავახია აუდიტის სამსახურის უფროსად 2019 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე კი მერიის ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1137-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს.
სამსახურების უფროსების ნაწილმა პოსტები შეინარჩუნა
საკადრო ცვლილება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.
ახალი ხელმძღვანელების წარდგენას ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია 26 იანვარს, 12:00 საათზე გეგმავს.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზამბახიძე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის

ამინდი