Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

24 წლის მეფუტკრე ქალი ცაგერიდან, რომელიც მამამთილის დაწყებულ საქმეს აგრძელებს

თარიღი : 14-05-2020, 10:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მარიამ ბენდელიანი 24 წლისაა. ის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში მეუღლესთან,
ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

მარიამის მამამთილი წლებია მეფუტკრეა და ეკოლოგიურად სუფთა თაფლს აწარმოებს. სწორედ ეს გახდა ახალგაზრდა ქალისთვის მოტივაცია და მანაც მეფუტკრეობას მიჰყო ხელი.

წარმოების გაფართოების მიზნით, 2018 წელს, სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ გამოცხადებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. მიღებული ფინანსური დახმარებით სპეციალური დანადგარები: ციბრუტი, თაფლის შესარევი მექანიზმი და დოზადორი შეიძინეს. თაფლის მცირე საწარმოს “ანი – მარი“ დაარქვეს. ამჟამად, 50 ოჯახი ჰყავს, ყოველწლიურად კი 800 კილოგრამამდე თაფლს აწარმოებენ.

როგორც მარიამი აღნიშნავს, სახელმწიფოს მხრიდან სოფელში მაცხოვრებელ ადამიანს მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს და თუ მოინდომებს, აუცილებლად ყველაფერი გამოვა.

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად, ახალგაზრდა მეფუტკრის საქმიანობას ადგილზე გაეცნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, მეფუტკრეობის და ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებას რეგიონში დიდი პერსპექტივა აქვს, ამ პანდემიის პირობებში კი გლეხისთვის დიდი სტიმულია პრემიერ მინისტრის და მთავრობის მიერ გაჟღერებული ინიციატივა სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად.


ნანახია: 330-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კოოპერატივში, სადაც 64 ადგილობრივია დასაქმებული, თაფლს და თაფლის პროდუქტებს აწარმოებენ.
კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ქართული წარმოების თაფლი ევროპის ბაზარზე ვერ ხვდება.
შეხვედრას წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანიც ესწრებოდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში მარიამი ქალის ერთ-ერთი

ამინდი