Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლაში რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის მოწყობა დაიწყო

თარიღი : 12-05-2020, 15:47 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს ქ. თერჯოლაში, გოფანმთის ეკლესიასთან მისასვლელი გზისა და სოფელ რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა, ასევე მშენებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან პროექტის მიმდინარეობაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებსა და კომპანიების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვაზე მიიღო დეტალური ინფორმაცია.

"თერჯოლაში გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალი გზის პროექტი 2 კილომეტრიანი მონაკვეთის არმირებული ბეტონის საფარითა და გზის საყრდენი კედლების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი გარდამავალია და საერთო ჯამში 650 000 ლარის მოცულობის სამუშაოები ჩატარდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "მეკა" შეასრულებს. ასევე გარდამავალი პროექტი დაიწყო რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია"ჯეო როუდ ინვესტი" გზის 1, 5 კმ-იან მონაკვეთს მოაწყობს არმირებული ბეტონითა და სანიაღვრე არხებით, რაზეც საერთო ჯამში 639 438 ლარი დაიხარჯება. ორივე პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება", - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიმდინარეობის მესამე ეტაპზე ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი
ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (კოპიტნარის მიმართულებით) ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია,
თერჯოლაში 16 პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო 7 მათგანზე სამუშაოები ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა

ამინდი