Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘თამარის ჩაი’-ხონში ეკალ-ბარდებად ქცეული ჩაის პლანტაცია სახელმწიფოს დახმარებით აღადგინეს

თარიღი : 11-05-2020, 16:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ბადრი ბახტაძე ახლადრეაბილიტირებულ ჩაის პლანტაციებში მაისის ჩაის კრეფის პროცესს დაესწრნენ.

კოოპერატივმა „თამარის ჩაი“ სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში, ხონში 15.1 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო.

კოოპერატივს სააგენტოსგან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა ჩაის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო ყველა მანქანა-დანადგარი.

ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კოოპერატივში ამჟამად, 10 ადგილობრივია დასაქმებული.


ნანახია: 758-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
პროგრამის მიზანი საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და ადგილობრივი ჩაის წარმოების
იმერეთის რეგიონში პროგრამა 'ქართული ჩაის' ფარგლებში, კოოპერატივმა 'ხავერდოვანი ჩაი' დაფინანსება მიიღო და 10,50 ჰა მიწის ფართობზე
პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ბენეფიციარებს ტექნიკურ დახმარებას