Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი

თარიღი : 10-05-2020, 17:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
11 და 12 მაისს, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, 11 და 12 მაისს დასავლეთ საქართველოში +23-დან + 28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე.

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს უკვე გამოიდარებს და ნალექი ყველგან შეწყდება.

ხვალიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. კერძოდ, 11 და 12 მაისს, დასავლეთ საქართველოში +23-დან + 28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

13 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ისევ მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. დასავლეთ საქართველოში ყველგან იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ისევ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა +20 +25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 19 მაისს ისევ გამოიდარებს“,-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.


ნანახია: 967-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეებისათვის.
6-12 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში.

ამინდი