Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი აღნიშნეს

თარიღი : 9-05-2020, 17:08 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლსთავის აღსანიშნავად, „9 მაისის მემორიალი“ გვირგვინით შეამკო.

ვანის მუნიციპალიტეტის „ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, ვანელ ვეტერანს ივანე სულამანიძეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი გადაეცემა. ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარს მიიღებენ.

1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. საქართველომ მეორე მსოფლიო ომში დიდი წვლილი შეიტანა-ომში გამარჯვებას 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

“ვანის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ომის ვეტერანებს გამარჯვების დღეს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს,”-აცხადებენ ვანის მერიაში.


ნანახია: 226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავს და 9 მაისს ეპატიჟება დღესასწაულზე.
ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარიანი ვაუჩერები და პრემიერ-მინისტრის
ტყიბულში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნეს.
ქუთაისში მცხოვრებმა 30-მა ვეტერანმა, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი საჩუქარი,
ვეტერანები მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან შეიკრიბნენ და ის გვირგვინებით შეამკეს.

ამინდი