‘ქართულმა ოცნებამ’ საარჩევნოდ მზადება დაიწყო და საშტატო ნუსხას რამდენიმე ათეულით ზრდის’

ხელისუფლება პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და არჩევნების გასაყალბებლად ემზადება - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ მერიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ადგილობრივი თვითმმართველობა პარტაქტივის დასაქმების მცდელობაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნოდ მზადება დაიწყო და საშტატო ნუსხას რამდენიმე ათეულით ზრდის. შუშანია საკრებულოზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვასა და პანდემიისგან დაზარალებული მოქალაქეებისთვის დახმარების გამოყოფას მოითხოვს.
"ნაცვლად იმისა, რომ ქუთაისის თვითმმართველობა დაკავებული იყოს ქუთაისელთა ინტერესების დაცვისთვის, პანდემიის შედეგების ლიკვიდაციისთვის, დღეს ეს ადამიანები, ქუთაისის მერი იწვევს საკრებულოს სხდომას და ისინი პანდემიას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, ემზადებიან არჩევნების გასაყალბებად. შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსების ნიადაგის მოსამზადებლად. ყველა ეს ცვლილება სამსახურების მიხედვით ეხება იმ უწყებებს, რომლებსაც ხელისუფლება აქტიურად იყენებს არჩევნების გაყალბების დროს. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაიტანოს ეს საკითხები, იმიტომ რომ ამის დრო ნამდვილად არ არის. ქუთაისის საკრებულოში მერმა შემოიტანოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი, სადაც "ქართული ოცნების" კომფორტის და ამ აქტივისტების შენახული თანხების რამდენიმემილიონი ლარის გამოთავისუფლებაა აქ შესაძლებელი. ეს თანხა მიმართოს პანდემიით დაზარალებულ ქუთაისელთა დასახმარებლად. მაშინ როდესაც ამხელა რიგები იყო საშვებზე და თქვენ იცით, რომ საშვების გაცემას ვერ მოაბეს თავი, ქუთაისის მერი დაკავებული იყო საჯარო სამსახურის ბიუროსთან მიმოწერით, რომ მათ საშუალება ჰქონოდათ 89 ადამიანით გაეზარდათ ეს ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანები,"- აცხადებს შუშანია.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
ავტორი: ქეთი გელაშვილი