ხარაგაულში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 35 თანამშრომლის კვლევის შედეგებს ელოდებიან
თარიღი : 6-05-2020, 19:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 35 თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, ანალიზები გადაგზავნილია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში და კვლევის შედეგები 8 მაისს, დილით გახდება ცნობილი.
ნიმუშების აღებას ახორციელებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის თანამშრომლები, რომელთაც წინასწარ გაიარეს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები დაავადებათ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ბაზაზე და მოქმედებენ დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მაღალი რისკის ჯგუფშია, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი პერიოდულად გაივლიან ტესტირებას.