‘მომავალ ‘ხონელობას’ შევხვდებით ჯანმრთელები, მეტად მოტივირებულები და რაც მთავარია, უხილავ მტერზე გამარჯვებულები’
თარიღი : 6-05-2020, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები

კორონავირუსის პანდემიის გამო, ხონში ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია დაირღვა.
“ხონელობა” ყოველი წლის 6 მაისს სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებით აღინიშნებოდა.
“ძვირფასო თანაქალაქელებო!
გილოცავთ გიორგობასა და “ხონელობის” დღესასწაულს!
წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს ჩვენს ხონს და სრულიად საქართველოს!
სამწუხაროდ, წელს ტრადიცია დაირღვა- სახალხო დღესასწაული ვერ აღვნიშნეთ.
პანდემიის გამო ვრჩებით სახლში, მაგრამ მომავალ “ხონელობას” შევხვდებით ჯანმრთელები, მეტად მოტივირებულები და რაც მთავარია, უხილავ მტერზე გამარჯვებულები,”-ნათქვამია ხონის მერის, ლადო ჯურხაძის მიმართვაში.