უხამსი სიტყვების გამოყენებისთვის მოქალაქე პარლამენტის კომიტეტიდან გააძევეს
თარიღი : 25-03-2014, 16:20 | კატეგორია: ახალი ამბები

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან მოქალაქე გიორგი ხასაია გამოაძევეს. ხასაიამ დეპუტატები მწერალ ზურაბ ქარუმიძის მარგინალიზაციაში დაადანაშაულა და პროტესტის ნიშნად სხდომაზე ქარუმიძის ერთ-ერთი ნაწარმოებიდან ამონარიდი წაიკითხა.
„ზურაბ ქარუმიძე დიდ ბრიტანეთში ელჩად იყო დანიშნული და მილოცვებსაც იღებდა, თუმცა მისი ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც წარმართულ ღმერთებსა და რელიგიებზე არის საუბარი, მწერალი უმრავლესობის დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა გააკრიტიკა. ჯაჭვლიანის შეურაცხყოფის შემდეგ მან გაიგო, რომ არათუ ელჩი, ელჩობის კანდიდატიც არ ყოფილა. კარგი ქართველი მწერლის მარგინალიზაცია ხდება და ამაზე დუმს დეპუტატთა ნაწილი, რომელიც ჯაჭვლიანს ეთანხმება,“ - ამბობს გიორგი ხასაია.
მოქალაქე მანდატურების დახმარებით იმ დრომდე გამოაძევეს დარბაზიდან, ვიდრე ის ნაწარმოების კითხვას დაასრულებდა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანი მიროტაძე თვლის, რომ პროტესტის გამოხატვის უფლება ყველა ადამიანს აქვს, თუმცა გამოხატვის ადგილი არჩევანის ამბავია. მიროტაძემ მოქალაქეს არჩევანი დაუწუნა და განაცხადა, რომ იურიდიული კომიტეტი, სადაც დეპუტატები კანონებს განიხილავენ, მსგავსი პროტესტის გამოხატვის ადგილი არ იყო.
„მას შეეძლო სხვა ადგილი შეერჩია, მათ შორის პარლამენტში,“ - ამბობს დეპუტატი.