ვანელ პედაგოგს, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, ვანის მერიამ 1000 ლარი გადასცა
თარიღი : 5-05-2020, 21:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ სოფელ გორაში მცხოვრებ მარიამ ლომინაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს და „დღეგრძელთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, 1000 ლარი გადასცეს.
მარიამ ლომინაძე სოფელ გორას საჯარო სკოლაში 39 წლის განმავლობაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობდა.
“დღეგრძელთა დახმარების პროგრამა” მუნიციპალური პროგრამების ჩამონათვალში ერთ-ერთია, რომლის ფარგლებშიც 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ყოველწლიურად 1000 ლარი გადაეცემათ. აღნიშნული სოციალური პროგრამა ვანის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან ამოქმედდა და დღემდე პროგრამის ფარგლებში, 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 000 ლარი გაიცა.