Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, 20-მდე ადგილობრივმა ფერმერმა კენკროვანი კულტურების გაშენება დაიწყო

თარიღი : 4-05-2020, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში, კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდაჭერას ითვალისწინებს, 20 - მდე ადგილობრივი ფერმერი ჩაერთო.

კენკროვანი კულტურების გაშენების პროცესს სოფელ ტაბაკინში, მეორე სვირსა და როდინაულში, ზესტაფონის მერის მოადგილე, ელგუჯა კვეტენაძე, მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსი, დავით ჯინორიძე ადგილზე გაეცნენ.

კორონავირუსის პანდემიის საპრევენციო ღინისძიებების ფარგლებში, ახალი ბაღების გაშენების პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.

კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი, ფერმერებისთვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ბაღების გაშებებისთვის საჭირო ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობასა და სხვა საჭირი მასალების შეძენას სახელმწიფო პროგრამა 100 % -ს აფინანსებს.


ნანახია: 412-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდასაჭერად, საქართველოს 5 რეგიონში კენკროვანი კულტურის ნერგების შეძენა და მოყვანა სრულად
მოცვის ბაღი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ამინდი