Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზვიად შალამბერიძე: წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი იქნება საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლო სწორედ ამ პოსტსკრიზისულ პერიოდში

თარიღი : 2-05-2020, 19:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გარკვეული ტიპის სამუშაოები ხორციელდება.

ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში-"ბიზნესი იმედზე" განაცხადა.

"წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი იქნება საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლო სწორედ ამ პოსტსკრიზისულ პერიოდში და აუცილებლად მინდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად მოვიხსენიო იმიტომ, რომ ეს არის ის ორი პროექტი იმერეთისთვის, რომელიც საუკუნის პროექტებია, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული არა მარტო წყალტუბოს, ქუთაისის და იმერეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკური წინსვლა.

წყალტუბო რეაბილიტაციის შემდეგ იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტი არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში იმიტომ, რომ ჩვენ ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს, წყალტუბოს აქვს ამისი რესურსი, რომ გახდეს ისეთივე, როგორიცაა ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი და ასე შემდეგ.

ჩვენ არ შევჩერებულვართ და გარკვეული ტიპის სამუშაოებს ვახორციელებთ, ვაგეგმარებთ როგორი უნდა იყოს წყალტუბო მას შემდეგ რაც დაიწყება სამუშაოები და დასრულდება რეაბილიტაცია და წყალტუბო აუცილებლად იქნება გამორჩეული კურორტი", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, ქუთაისიდან საირმის გავლით აბასთუმნისკენ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


ნანახია: 428-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში ვიზიტისას პრემიერმა ყურადღება კურორტის პოტენციალზე გაამახვილა.
ფაქტ-მეტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
'ქართული ოცნების' წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა დღეიდან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

ამინდი