ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი: ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ
თარიღი : 2-05-2020, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ მოსახლეობას გვირილობის დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის-დაკეტილია თეატრები, რესტორნები და კლუბები.
"ყველაფერი დაკეტილია მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ," -აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.
ორმაისობასთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა გაიმართა ბაგრატის ტაძარში, რომელიც მეუფემ აღავლენა. ზუსტად 12 საათზე ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარები დაირეკა.