Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ზესტაფონიდან მწვავე ინფარქტით გადმოყვანილ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თარიღი : 1-05-2020, 15:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„კლინიკა ბომონდში“ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტითა და კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით შემოყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, 42 წლის მამაკაცი კატასტროფის ბრიგადამ ზესტაფონიდან, კლინიკა „ფერომედი“-დან გუშინ, საღამოს საათებში შემოიყვანა.

კლინიკის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე კვლევის მიზნით, პაციენტისათვის ბიოლოგიური მასალის აღება და მისი ლაბორატორიაში გაგზავნა მოხდა, ხოლო „ბომონდი“-ს კარდიოლოგიურ დეპარტამენტში პაციენტს კორონაროგრაფია ჩაუტარდა, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

ლაბორატორიულმა კვლევამ აღნიშნული პაციენტის შემთხვევაში, კორონავირუსის არსებობა არ დაადასტურა.

ცნობისთვის, „კლინიკა ბომონდი“-ს ცხელების ცენტრი იზოლირებულ კორპუსში მდებარეობს, რომელსაც სათანადოდ გადამზადებული სამედიცინო პერსონალი ემსახურება.


ნანახია: 597-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი