Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘კლინიკა ბომონდი’-ს ცხელების ცენტრში აფხაზეთიდან გადმოყვანილი ახალგაზრდა ქალის კვლევის შედეგებს ელოდებიან

თარიღი : 30-04-2020, 10:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში აფხაზეთიდან, კატასტროფის ბრიგადის მიერ შემოყვანილი 32 წლის ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

კლინიკის ხელმძღვანელის მამუკა მიქაძის თქმით, დაახლოებით 30-31 კვირის ორსული კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისთვის აუცილებელი ჩაუტარდა საკეისრო კვეთის ჩატარება. ამ დროისათვის პაციენტი რეანიმაციაში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ახალშობილი ბავშვთა რეანიმაციაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში ამ ეტაპზე 5 საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლებიდან, ნაწილი კი კატასტროფის ბრიგადებმა საავადმყოფოებიდან გადაიყვანეს.


ნანახია: 304-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი