Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, საფიჩხიის უბანში ქუჩები მოირეცხა

თარიღი : 29-04-2020, 22:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ქუჩების მორეცხვა გრძელდება. ამჯერად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით და ქაფით ქუჩები საფიჩხიის უბანში მოირეცხა.

სამუშაოებს ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ ატარებს. “სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებთან ერთად, ქუჩების გადარეცხვაში საგანგებო სიტუაციების სამსახური მონაწილეობს, რომელიც პროცესში საკუთარი ტექნიკითაა ჩართული.

სამუშაო პროცესს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ვლადიმერ ჯღამაძე ესწრებოდნენ.

"კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში სადეზინფექციო სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ეს სამუშაოები ჩატარებული უნდა იქნეს რეკომენდაციების სრული დაცვით. უკვე რამდენჯერმე მოირეცხა ქალაქის ქუჩები და ეს პროცესი კვლავ გამეორდება“, - განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა

ქუთაისის ქუჩების მორეცხვის პროცესი ქაფითა და სადეზინფექციო ხსნარებით, პანდემიის პირობებში, პერმანენტულად გაგრძელდება.


ნანახია: 257-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი