Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘კლინიკა ბომონდი’-ს ცხელების ცენტრში სოფელ რუხიდან გადმოყვანილ ახალგაზრდა გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თარიღი : 29-04-2020, 22:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში ზუგდიდის სოფელ რუხიდან მძიმე მდგომარეობაში შემოყვანილ ახალგაზრდა ქალს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა.

25 წლის ქალი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუხის საავადმყოფოდან მწვავე აპენდიციტით, ტემპერატურითა და ვირუსზე საეჭვო სხვა სიმპტომებით გადმოიყვანა. პაციენტი ამ დროისათვის მკურნალობას კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში გადის.

კლინიკის ხელმძღვანელის მამუკა მიქაძის თქმით, კორონავირუსზე ასევე უარყოფითია ცხელების ცენტრში მყოფი 4 პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგები.

ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაში 3 საეჭვო პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან. პაციენტები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სახლებიდან ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით დღის განმავლობაში შემოიყვანეს.


ნანახია: 371-ჯერ

მსგავსი სიახლეები