Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისი 2010"-ის კალათბურთელი: სპორტი აზარტი და თავგანწირვაა

თარიღი : 25-03-2014, 00:05 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
“ჩემთვის სპორტი ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილია. სპორტი უბრალოდ ჟინი და აზარტია,“- ამბობს საკალათბურთო კლუბის „ქუთაისი 2010“-ის კალათბურთელი აკაკი დვალიშვილი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარია.
აკაკი დვალიშვილი უკვე მეცამეტე წელია კალათბურთით არის დაკავებული. ქუთაისის საკალათბურთო კლუბში გასული წლის სექტემბრიდან თამაშობს. მანამ რამდენიმე კლუბის წევრი იყო. ამბობს, რომ მის მომავალ კარიერულ არჩევანზე გავლენა მშობლებმა მოახდინეს. მშობლების მონდომებისა და სპორტის მიმართ მისი სიყვარულის გათვალისწინებით დღეს კალათბურთელია, თუმცა სამომავლოდ ფსიქოლოგიაშიც სურს ძალების მოსინჯვა.
„მშობლებს მოსწონდათ კალათბურთი. მამაჩემი მოყვარულის დონეზე თამაშობდა. ჩემი სიმაღლის გამოც გადაწყვიტეს ალბათ კალათბურთს გავყოლოდი. ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი. სპორტში დიდი ინტერესია. ამჟამად საქართველოს თასის ფინალისათვის ვემზადებით. 29 მარტს არის თამაში და თუ ეს მოვიგეთ, კლუბის მიღწევებს ეს ტიტულიც დაემატება,“ - ამბობს აკაკი დვალიშვილი.
სპორტსმენის განცხადებით, შრომისმოყვარეობის გარდა, სპორტი თავგანწირვასაც მოითხოვს, რადგან ბევრი ტრავმის საფრთხეა.
„ვისაც ბოლომდე არ უყვარს მისი საქმიანობა, მას გაუჭირდება. უნდა მოემზადო იმისათვის, რომ ტრავმები არ იყოს, უნდა დაიცვა შენი განრიგი ალკოჰოლი და სიგარეტი უნდა შეზღუდო. მიხარია, რომ ამ ბოლო დროს კალათბურთში უფრო ვამჩნევ ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას. ბევრი დაინტერესდა კალათბურთით. მე სხვადასხვა ქვეყანაში ტურნირებზე ყოფნის დროს მინახავს ქუჩაში მოწყობილი ბევრი ტურნირი, რომელშიც მოთამაშეები მოყვარულის დონეზე მონაწილეობდნენ. ისინი წამახალისებელ საჩუქრებს იღებენ, რაც ახალგაზრდებში დაინტერესებას იწვევს. ტურნირებს ყოველწლიური ხასიათი აქვს და მოთამაშეები მისთვის წლიდან წლამდე ემზადებიან. სკოლებს შორისაც ტარდება შეჯიბრი და ამგვარად სპორტის სხვადასხვა სახეობას პიარი უკეთდება,“ - ამბობს აკაკი დვალიშვილი.
კალათბურთელი თვლის, რომ მიზეზი, რაც მომავალი თაობის სპორტის მიმართ ნაკლებ ინტერესს განაპირობებს, ასევე ინფორმაციის ნაკლებობაა.
„არ იციან როდის არის თამაშები ფეხბურთში, რაგბში, კალათბურთში. საინტერესოა კომპიუტერიც. ახალგაზრდებს განსაკუთრებით სხვადასხვა თამაში მოსწონთ, რომელსაც კომპიუტერი სთავაზობთ, თუმცა თუ სპორტულ ცხოვრებაში ჩაერთვებიან, მათი ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობისათვის კარგი იქნება და გოგონებსაც მოეწონებიან. ჩვენ სპორტსმენი გოგონებიც გვყავს, რომლებიც ასევე მოსწონთ ბიჭებს. სპორტს ის უპირატესობაც აქვს, რომ ასაკში შესულებს ჯანმრთელობის კუთხით პრობლემა აღარ ექნებათ,“ - ამბობს აკაკი დვალიშვილი.
რაც შეეხება ხელისუფლების როლს ახალგაზრდების სპორტული ცხოვრებითა და ცხოვრების ჯანსაღი წესით დაინტერესების საქმეში, სპორტსმენი თვლის, რომ ამისათვის სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა აუცილებელი.

„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა დააფინანსა. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 1824-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
სპორტსმენი რაულ ცირეკიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია. 27 წლის სპორტსმენი სპორტის ამ სახეობით 10 წლის ასაკიდან არის დაკავებული.
რაც შეეხება სპორტის მიმართ ახალგაზრდების ინტერესს, როსტომ ხახალეიშვილი თვლის, რომ დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი სპორტის ისეთი
გუგა კიბორძალიძე 7 წელია ძიუდოთი არის დაკავებული. პარალელურად სამბოშიც ვარჯიშობს. სპორტულ ცხოვრებაში მაგალითი მამისგან აიღო,
მცირე ასაკის მიუხედავად, ქუთაისელმა ახალგაზრდამ სპორტის დახმარებით საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყნის მონახულება და კარიერული

ამინდი