მერიის აპარატის მთავარი სპეციალისტი დააწინაურეს
თარიღი : 30-08-2013, 13:28 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ქალაქის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ვაკანტურ ადგილას სამსახურის უფროსის მოადგილე ვახანგ წოწონავა დაინიშნა, ხოლო წოწონავას ადგილი ადმინისტრაციული სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ტატო ლილუაშვილმა დაიკავა.
ამ დროისათვის ქალაქის მერიაში არსებულ 52 ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი კადრების აყვანის მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობამ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსანტებს განაცხადების შეტანის ვადა 4 სექტემბრამდე აქვთ. მერიაში პირველ ეტაპზე კონკურსის წესით სამსახურების უფროსები, მათი მოადგილეები, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე შეირჩევიან.
ტატო ლილუაშვილის თქმით, ამ ეტაპზე არ აქვს გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა კონკურსში მონაწილეობას.