Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ ღვანკითიდან ხარაგაულში შესული პირი ოჯახის წევრებთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება

თარიღი : 28-04-2020, 19:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან შემოსული პირი ოჯახის წევრებთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პიროვნებას არ უფიქსირდება კონტაქტი დაინფიცირებულებთან და მას ასევე, არ აღენიშნება კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ოჯახის ოთხივე წევრზე პერიოდულად განხორციელდება სამედიცინო მეთვალყურეობა. ისინი რჩებიან სახლში და საკვები პროდუქტების მიწოდებას უზრუნველყოფს მერიის შესაბამისი სამსახური.

“ასევე გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ცხელების ცენტრში გადაყვანილ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

დღეის მდგომარეობით, ხარაგაულში 11 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში და არც ერთი კარანტინში. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს არც კორონა ვირუსით დაინფიცირებული პაციენტები ჰყავს,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 701-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი