რა წერია გარდაცვლილი პატიმრის წერილში, რომელსაც მშობელს არ აძლევენ?
თარიღი : 24-03-2014, 21:09 | კატეგორია: სამართალი

გეგუთის #14-ე დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმარ ავთო მაისურაძეს დაწესებულებაში არც პატიმრებთან და არც სამართალდამცველებთან პრობლემები არ ჰქონია.
პატიმრის დედის, ინგა მაისურაძის თქმით, მისი შვილის გარდაცვალება შეიძლება დაკავშირებული იყოს მაისურაძის დაკავების პროცესთან, რომლის დროსაც ორმა სამართალდამცველმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა, რის გამოც საქმე სტრასბურგშიც გაიგზავნა.
გარდაცვლილის დედის თქმით, ამის გამო უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ორი პოლიციელი დააკავეს.
ინგა მაისურაძის განცხადებით, ინციდენტში მონაწილე პოლიციელები უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით დაკავებული არიან.
"მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემმა შვილმა წერილი დატოვა, რომელიც სამართალდამცველებს აქვთ და ჯერჯერობით არ მაძლევენ. ალბათ იმ წერილიდან ყველაფერი გაირკვევა", - აღნიშნა ინგა მაისურაძემ.
შეგახსენებთ, რომ პატიმარი ავთანდილ მაისურაძე გეგუთის ნომერ მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 23 მარტს გარდაცვლილი იპოვეს.