Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'კლინიკა ბომონდი'-ს ცხელების ცენტრში 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თარიღი : 27-04-2020, 17:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, „კლინიკა ბომონდი“-ს ცხელების ცენტრს გასული 24 საათის განმავლობაში 6-მა პაციენტმა მიმართა. პაციენტები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საცხოვრებელი ბინებიდან შეიყვანა.

კლინიკის ხელმძღვანელის, მამუკა მიქაძის თქმით, 6-ივე პაციენტის ბიოლოგიური მასალა კვლევისათვის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. აქედან სამი პაციენტის კვლევის შედეგი ცნობილია. მათ კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ. კლინიკაში ამ დროისათვის დარჩენილი 3 პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ „კლინიკა ბომონდში“ არსებული ცხელების ცენტრი შესაბამისი სიმპტომის მქონე პაციენტებს დაახლოებით ათი დღეა ემსახურება. ცხელების ცენტრისთვის იზოლირებული კორპუსი გამოთავისუფლდა, ხოლო მედიკოსებმა, რომლებიც მხოლოდ ცენტრს ემსახურებიან, სპეციალური გადამზადება და ტრენინგ-კურსები გაიარეს.

10 დღის განმავლობაში კვლევაზე 61 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა. აქედან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში დადასტურდა.


ნანახია: 650-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი