Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დარღვეული ტრადიცია და 'გვირილობის' გარეშე დარჩენილი ქუთაისი

თარიღი : 27-04-2020, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მიმდინარე წელს ქალაქის ტრადიციული ღონისძიება-„გვირილობა“ არ გაიმართება. ქუთაისში ქალაქის დღესასწაული ყოველწლიურად სხვადასხვა კულტურული, სპორტული ღონისძიებითა და იმერული კუთხეების პრეზენტაციით აღინიშნებოდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მიმდინარე წელს ქუთაისში წლების ტრადიცია დაირღვევა. ამ დროისათვის უცნობია რას მოხმარდება გამოთავისუფლებული 100 000 ლარი, რადგან ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამული ცვლილება არ შესულა.

შეგახსენებთ, რომ გვირილობა (თეთრი გვირილის დღე) მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის ნიშნად ტარდებოდა. „გვირილობის“ დამაარსებელი საშა ჩიქოვანია. მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. გიმნაზისტ გოგონებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა.


ნანახია: 336-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წელს, ორ მაისს, 'ქუთაისობის' დღესასწაულზე, მუხრანის ტყეში ტრადიციად ქცეული იმერული კუთხისა და სამზარეულოს პრეზენტაცია
პრემიერ-მინისტრი ქუთაისელებს გვირილობის დღესასწაულს ულოცავს.
ტრადიცულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის ქუჩებში 50-მდე ღონისძიება გაიმართება.
ოპოზიციონერი ქუთაისში იმყოფება, რომელმაც ადგილობრივებს გვირილობის დღესასწაული მიულოცა.
„გვირილობის“ ზეიმი სათავეს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან იღებს და მას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დიზაინერთა კაბინეტის წევრების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთებისა და