Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 24-03-2014, 20:54 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1.კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ ისჯება სამსახურებრივი გულგრილობა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად: სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია,-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად: იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.


2. კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვინ შეიძლება აირჩეს საკრებულოს წევრად?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 134–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც.

3. კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვინ შეიძლება აირჩეს მერად/გამგებლად?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 134–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად: თვითმმართველი ქალაქის/თემის მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც.

4. კითხვა: რა უფლებებით სარგებლობს დაზარალებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში?

პასუხი: განგიმარტავთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57–ე მუხლის თანახმად: დაზარალებულს უფლება აქვს: ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი; ბ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სასჯელის შეფარდების შესახებ სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება ზიანის შესახებ, რომელიც მას მიადგა; გ) უფასოდ მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების (განჩინების), განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი; დ) მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

ამავე კოდექსის 58–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად: პროკურორმა დაზარალებულს წინასწარ უნდა შეატყობინოს შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილი და დრო: ა) ბრალდებულის პირველი წარდგენა მაგისტრატ მოსამართლესთან; ბ) წინასასამართლო სხდომა; გ) სასამართლოს მთავარი სხდომა; დ) სასამართლო სხდომა სასჯელის შეფარდების შესახებ; ე) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა.

ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად: ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინფორმაცია დაზარალებულს წერილობით უნდა გადაეცეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი საშუალებით გადაცემა გონივრულია მოცემულ გარემოებებში და საკმარის დროს იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: პროკურორი ვალდებულია შეატყობინოს დაზარალებულს საპროცესო შეთანხმების დადება.

5. კითხვა: საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების გამო ვაპირებ სარჩელის აღძვრას სასამართლოში სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. გთხოვთ, განმიმარტოთ, რამდენ ლარს შეადგენს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ შემთხვევაში?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად: სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. შესაბამისად, თქვენ, განთავისუფლებული ხართ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.




იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი

ან მოგვწერეთ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com


ნანახია: 2275-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის?,-
რა სახის სასჯელს ითვალისწინებს მომხმარებლის ან ბანკის მოტყუება კრედიტის აღების მიზნით? რომელი რიგის მემკვიდრეებს ერგებათ
უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)
რა სასჯელს იწვევს კრედიტის უკანონოდ მიღება და წვრილმანი ხულიგნობა?როგორ ისჯება გადასახადისათვის თავის არიდება?-ეს და სხვა
მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და პროსტიტუციისათვის საცხოვრებლის გადაცემა?-ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური

ამინდი