Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გამოსახლებას გადარჩენილი ოჯახი და შეზღუდვები მედიისთვის

თარიღი : 24-03-2014, 16:05 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, იპოთეკური სესხით დაზარალებული ნინო მკერვალიძის ოჯახის გამოსახლება შეჩერდა. დაზარალებულის ოჯახმა და იპოთეკარმა შეთანხმებას მიაღწიეს.
თუმცა შეთანხმების მიღწევას წინ დაპირისპირება უძღოდა. მუშაობის საშუალება არ მიეცათ ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს. კერძოდ, ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის გადამღებ ჯგუფს, რომლის ოპერტორსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაზარალებულ ოჯახთან იმყოფებოდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.
„მკერვალიძის ოჯახმა 130 000 დოლარი აიღო სესხის სახით იპოთეკარისაგან. საიდანაც 27 000 იქვე დაუტოვა. 37 000 დოლარი გადახდილი აქვს. გარდა ამისა, იპოთეკარმა ორი ბინა წაიღო. ერთი 45000 და მეორე 59 000 დოლარად შეფასებული. მევალემ წაიყვანა 15 000 დოლარად შეფასებული „ინფინიტის“ მარკის ჯიპი. ერთი ბინა დარჩა ოჯახს და იმასაც ართმევდნენ, თუმცა პროცესი შეჩერდა,“ - აცხადებს წულაია.


ნანახია: 1659-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ნიკეას #32-ში ამ წუთებში იპოთეკური სესხით დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახის, ნინო მკერვალიძის გამოსახლება მიმდინარეობს.
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა #27 -ში ამ წუთებში იპოთეკური სესხით დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახის, რამაზ თუთარაშვილს ოჯახის
ქუთაისში მცხოვრები კუხიანიძეების 4-სულიანი ოჯახი წლებია სამართლის პოვნას უშედეგოდ ცდილობს.
ადგილზე პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი, რომლებიც იპოთეკური სესხით დაზარალებულ ოჯახს სახლიდან იძულების წესით ასახლებდა.
ადგილზე პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი, რომლებიც იპოთეკური სესხით დაზარალებულ ოჯახს სახლიდან იძულების წესით ასახლებდა.

ამინდი