Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის ლაბორატორიაში გამოკვლეული 115 პირიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

თარიღი : 22-04-2020, 10:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში გასული 24 საათის მანძილზე კოვიდ კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 115 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. ჩატარებულ კვლევებს შორის 27 მედპერსონალის ანალიზია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 327 მოქალაქე იმყოფება.

დადასტურებული კოვიდ 19-ით ერთი პაციენტი რჩება საჩხერის სამედიცინო ცენტრში, რომელსაც გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ ტესტს დღეს გაუკეთებენ. 24 საათის ინტერვალში ორჯერ გაკეთებული ტესტი თუ უარყოფით პასუხს აჩვენებს, პაციენტი კლინიკას დატოვებს. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კი სამედიცინო ცენტრში არც ერთი პაციენტი არ შესულა.

ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 26 პაციენტი შევიდა ქუთაისის ცხელების ცენტრში. ყველა მათგანს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდება.


ნანახია: 704-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი