Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება

თარიღი : 20-04-2020, 22:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 84 საეჭვო პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა. გამოკვლეულ პაციენტებს შორის არიან ის მედიკოსები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან.

რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, ამ დროისათვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 23 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამედიცინო დაწესებულებაში გამოჯანმრთელებაზე მორიგი პაციენტისათვის ჩატარებული საკონტროლო ტესტის შედეგებს ელოდებიან.

კორონავირუსი არ დაუდასტურდა საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ 6 საეჭვო პაციენტს. პაციენტებიდან 5 საჩხერის მუნიციპალიტეტის, ხოლო 1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო. კლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19 -ით 1 პაციენტია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


ნანახია: 490-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი