Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში მცხოვრებ უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცა

თარიღი : 17-04-2020, 13:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში პანდემიასთან ბრძოლის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სხვადასხვა სახის სოციალური აქციები აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, ვანში მცხოვრებ უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცა.

“მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის“ სოციალური პროგრამის ფარგლებში, სადღესასწაულო ნობათი დღეს 50-მა ბენეფიციარმა მიიღო.

პროდუქტის გაცემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების დაცვით განხორციელდა.

სააღდგომო საჩუქრები ვანის მუნიციპალიტეტის მერიის „მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის“ მუნიციპალური პროგრამით მოსარგებლე პირებს 2011 წლიდან ყოველდღიურად გადაეცემა.


ნანახია: 604-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერი მოქალაქეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
საჩუქრები ტყიბულის უფასო სასადილოს 100 ბენეფიციარს გადაეცა.

ამინდი