იმერეთში გამოკვლეული საეჭვო პირებიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
თარიღი : 17-04-2020, 09:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიამ იმერეთისა და ქვემო სვანეთის სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული 12 საეჭვო პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითი არის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეებიდან 129 პირი გავიდა და კარანტინში ამჟამად 267 მოქალაქე იმყოფება. ერთ-ერთი
საკარანტინო სივრციდან 1 პირი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სტაციონარში გადაიყვანეს.
რაც შეეხება საჩხერის სამედიცინო ცენტრს, აქაც უარყოფითია 7 საეჭვო პაციენტის კვლევის შედეგი. საეჭვო პაციენტები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჭიათურიდან შეიყვანა.
დამაკმაყოფილებელია კლინიკაში კოვიდ 19 დიაგნოზით მოთავსებული ერთი პაციენტის მდგომარეობა.