Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში მცხოვრებ, 70 წელს გადაცილებულ დევნილებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ნობათი გადაეცათ

თარიღი : 16-04-2020, 22:44 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ნობათი გადაეცათ.

აქციის ფარგლებში, სასურსათე კალათა 110-მდე იმ ასაკოვანმა მოქალაქემ მიიღო, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელშეწყობით განხორციელდა. პროცესში ჩართულნი იყვნენ ხონის ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.


ნანახია: 668-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოჯახს ფულადი თანხა და პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები გადაეცა.

ამინდი