Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ ფარცხანაყანევში, თვითოზოლაციაში მყოფ მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა

თარიღი : 15-04-2020, 19:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ 19-ით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. შუახნის მამაკაცი კლინიკაში წყალტუბოს მუნიციპლაიტეტის სოფელ ფარცანაყანებიდან გადაიყვანეს.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ბინიდან შეიყვანა. ამ დროისათვის მამაკაცს შესაბამისი კვლევები უტარდება.

კლინიკაში კორონავირუსით 24 პაციენტი მკურნალობს. 12-ს პნევმონია აღენიშნება, სამის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა-არა კრიტიკული. პაციენტებს შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის კლინიკაში საეჭვო პაციენტი არ ჰყავთ.


ნანახია: 2513-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი