ვანის ქუჩები ქაფითა და სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა
თარიღი : 15-04-2020, 07:21 | კატეგორია: ახალი ამბები

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ვანის ცენტრალური ქუჩები ქაფითა და სპეციალური სადეზინფექციო საშუალებით მოირეცხა, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, სამუშაოები ა(ა)იპ “ვანის კომუნალურმა გაერთიანებამ” განახორციელა.
ქუჩების გადარეცხვაში ასევე მონაწილეობა მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომელიც პროცესში საკუთარი ტექნიკით იყო ჩართული, ქუჩების მორეცხვაში ხუთი ერთეული სპეცტექნიკა მონაწილეობდა.
პროცესს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ესწრებოდა.