Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არჩევნებისთვის წყალტუბოს „ქართული ოცნების“ ორგანიზაციამ ცენტრალურ ოფისს ყოფილი „ნაციონალების“ სია გაუგზავნა

თარიღი : 23-03-2014, 22:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს “ქართული ოცნების” ორგანიზაციამ ცენტრალურ ოფისში არჩევნებისთვის პარტიული სიები გააგზავნა.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაგზავნილ სიაში კოალიციის პირველი ნომრები ყოფილი “ნაციონალები” არიან.
ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: 1) კახა ბაბუნაშვილი - ყოფილი "ნაციონალი", ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარე; 2) კობა გურეშიძე - ყოფილი “ნაციონალი”, ამჟამად წყალტუბოს საკრებულოში, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე; 3) გენადი ბალანჩივაძე - ყოფილი "ნაციონალი", ამჟამად საკრებულოს აპარატის უფროსი; 4) ამირან ნარჩემაშვილი - "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლაშა ნარჩემაშვილის მამა; 5) იასონ ბზიკაძე - ყოფილი “ნაციონალი”;
topnews.com.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარესთან გადაამოწმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯოდმარის კახა ბაბუნაშვილის თქმით, მისთვის უცნობია მუნიციპალიტეტის პროპორციული სიის პირველი წევრების ვინაობა.
"საერთოდ არ ვიცი, ვინაა სიის წევრები, ვერც ამ კანდიდატებს დაგიდასტურებთ არიან, თუ არა პირველი ხუთეულის წევრები,"- განაცხადა ბაბუნაშვილმა.


ნანახია: 2987-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მმართველმა გუნდმა პარტიული სია გაასაჯაროვა.
ქუთაისში მოძრაობის სიის პირველი ნომერი ფრაქცია მაჟორიტარების თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე იქნება.
კაპანაძის თანამდებობიდან გაშვების არაოფიციალურ მიზეზად კი წყალტუბოს საკრებულოში შეცდომით გამოცხადებული კონკურსი სახელდება.
როგორც “ტოპნიუსს” წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ ლევან ჩაქსელიანმა განუცხადა, საკრებულოს
იმერეთის მხარეში გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის ძმის, ლაშა ნარჩემაშვილის შესაძლო
ათეულში პირველ ადგილზე კვირიკაშვილია.
ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე სულ 53 ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტი გასცა.
შტაბის დამფუძნებლის განცხადებით, ისინი არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ იბრძოლებენ, არამედ მათ წინააღმდეგაც ვინც პორტირებულები არიან “ქართულ

ამინდი