Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მისთვის ჩვენ მხოლოდ კუპიურები ვართ და მეტი არაფერი. მისთვის პრიორიტეტული ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ხორცპროდუქტები გაიყიდოს და მეტი არაფერი,’-‘ლიდერფუდში’ დახმარებას ითხოვენ

თარიღი : 12-04-2020, 22:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კამპანია “არა მონობას” დასაქმებულთა უფლებების შელახვაში მორიგ კომპანიას ამხელს. კამპანია “ლიდერფუდი”-ს ყოფილი თანამშრომლის ისტორიას ასაჯაროვებს.

"მე გახლავართ “ლიდერფუდი”-ს ყოფილი თანამშრომელი. ესაა კომპანია, რომელსაც მართლაც მონებად ჰყავს თავის დაქვემდებარებაში მყოფი ხელქვეითები. მე წამოვედი, რადგან გაუსაძლისი და მუშაობისთვის შეუფერებელი მდგომარეობა იყო, რასაც “შპს ლიდერფუდის" სათაო ოფისი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.

დღიური ანაზღაურება (გინდ 8 საათი გემუშავა ან თუნდაც ღამის სმენაში 15 საათის განმავლობაში) 13.50-ს შეადგენდა. ერთი წინსვლა, რაც სათაო ოფისის რეორგანიზაციამ განიცადა, იყო ის, რომ ღამის სმენები უმეტეს ფილიალებში გაგვიუქმეს, თუმცა არავითარი საათობრივი ანაზღაურება არ დაუწესებიათ და ხელფასების მომატებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ბოლო ორი თვე თანამშრომლები გაწამებული ვყავართ ხელფასის ჩარიცხვის მხრივ. მითუმეტეს ასეთ გასაჭირში და საგანგებო მდგომარეობაში როგორიც დღესდღეობით ქვეყანაში და მსოფლიოშია შექმნილი. ყველანი ველოდებით ჩვენს კუთვნილ მოჭრილ ხელფასს (400 ლარი), რომელიც ყოველი თვის 10 რიცხვში ირიცხება. თუმცაღა დააგვიანეს. პრეტენზიები წამოაყენეს, რომ ზედმეტად ნამუშევარი დღეები ბევრი გაქვთო და ფილიალზე გაწერილ ბიუჯეტს გადააჭარბეთო. რაც ზეგანაკვეთურად ვიმუშავეთ, არ გვიხდიან.

გაუსაძლისი მდგომარეობაა და დიდ აგრესიას იწვევს ეს ყველაფერი ამ კომპანიაში დასაქმებულთათვის.
მე, ყველა იმ ჩემი თანამშრომლის სახელით მოგმართავთ, ვისაც სხვა გზა არ აქვს, რომ სხვაგან იმუშაოს და ვისთვისაც გაუსაძლისია ეს მწვალებლობა. მოგმართავთ თხოვნით: თუ შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ. ჩვენი ახალი გენერალური დირექტორი, ქალბატონი თამარ ჩიხელიძე საერთოდ არ ფიქრობს და არ ზრუნავს მოაწესრიგოს "ლიდერფუდის" კომპანიაში არსებული მდგომარეობა. და კომპანიის მფლობელმა ბატონმა ვიტალი ზეიკიძემ კი საერთოდ არ იცის ჩვენი არსებობა და რა მდგომარეობაში იმყოფებიან მის მფლობელობაში მყოფი კომპანიის თანამშრომლები. მისთვის ჩვენ მხოლოდ კუპიურები ვართ და მეტი არაფერი. მისთვის პრიორიტეტული ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ხორცპროდუქტები გაიყიდოს და მეტი არაფერი.

მთავარია, ხორცის მაგნატმა ჯიბეები გაისქელოს და არც კი ანაღვლებს ის ხალხი რა დღეშია, ვინც მის სუპერმარკეტებში მუშაობს.

საბოლოოდ გუშინ ჩაგვიციხეს მხოლოდ მოჭრილი თანხა. ის რაც გვაქვს ზედმეტი დღეები ნამუშევარი, არ ჩაგვირიცხეს. ზოგს ორმაგად აქვს ასაღები 400 ნაცვლად 800, მაგრამ არ აი ტერესებთ! ჩვენს ნაწვალებს ისინდისოდ ითვისებენ. დაგვეხმარეთ გთხოვთ,”-ნათქვამია წერილში.

კამპანია “არა მონობა”-ში კი აცხადებენ, რომ თუ კომპანია სრულად და დროულად არ აუნაზღაურებს თანამშრომლებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, იურისტები დაუყონებლივ დაიწყებენ სამართლებრივი ზომების მიღებას.


ნანახია: 386-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასიხარულო ემოციების გასვლის შემდეგ, დღეს ჟანა ამბობს, რომ თბილისში, ვაკეში მათხოვრობით უფრო მეტი შემოსავალი აქვს და ამიტომ არ

ამინდი