Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

5 ინფიცირებულის გამო, ლენტეხის სოფელ მელეში მთელი სოფელი თვითიზოლაციაშია

თარიღი : 11-04-2020, 21:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ლენტეხის ცხელების ცენტრში ლენტეხის სოფელ ხელედიდან ორი პაციენტი ცხელებით შეიყვანეს. ორივე მათგანის ბიოლოგიური ნიმუში კვლევაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხს ხვალ ელოდებიან.

ეპიდემიოლოგები დღის განმავლობაში მუშაობდნენ 4 ახალი ინფიცირებულის კონტაქტების დადგენაზე. ვინაიდან ახალი ინფიცირებულები ლენტეხში პირველად დაინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ, მათი კონტაქტები იდენტურია და კონტაქტების ძველ სიას მხოლოდ 12 ადამიანი დაემატა.

რაც შეეხება სოფელ მელეს, სადაც ინფიცირებულები ცხოვრობდნენ, მომხდარის გამო, მთელი სოფელი თვითიზოლაციაშია. დღეს აღნიშნულ სოფელში, ყველა ოჯახში ჩატარდა თერმოსკრინინგი და ასევე, სპეციალური ბრიგადის მიერ მოხდა ოჯახების დეზინფექცია.


ნანახია: 393-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი