Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 7 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

თარიღი : 10-04-2020, 22:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ 7 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტები საჩხერის და ჭიათურის მკვიდრები არიან, რომელთაც კლინიკას თავად მიაკითხეს. მათ ნაწილს მოგზაურობის ისტორიაზე, ხოლო ნაწილი საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ პირთან კონტაქტზე საუბრობდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, დამაკმაყოფილებელია საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ 19-ით მოთავსებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხვალ ორ მათგანს გამოჯანმრთელებაზე საკონტროლო ტესტი გაუკეთდება. ორჯერ, 24 საათის ინტერვალით გაკეთებული ტესტი თუ ვირუსის არსებობას არ დაადასტურებს, პაციენტები კლინიკას დატოვებენ.

რაც შეეხება საჩხერის საკარანტინე სივრცეს, ადგილზე 8 პირი იმყოფება, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ.


ნანახია: 317-ჯერ

მსგავსი სიახლეები