Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში დაინფიცირებული ქალის სიძის გამო, თერჯოლაში 10 ოჯახი თვითიზოლაციაშია

თარიღი : 10-04-2020, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში ათი ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება. 50-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში ვანში დაინფიცირებული 75 წლის ქალისა და მისი ოჯახის გამო მოექცა.

არსებული ინფორმაციით, ვანში მცხოვრები ინფიცირებული ქალის სიძე, რომელსაც თავადაც დაუდასტურდა კორონავირუსი, თერჯოლაში იმყოფებოდა. მას შეხება ჰქონდა მეზობლებთან, რის გამოც, ისინი თვითიზოლაციაში არიან და მათზე დაკვირვება მიდის.

გუშინ სწრაფი ტესტებით შეამოწმეს ვანში ინფიცირებული ქალთან და მის მეუღლესთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ანტისხეულებზე ანალიზი გაუკეთდა დაინფიცირებული ქალის შვილს იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა მას გადატანილი ვირუსი. ანალიზის შედეგი დღეს გახდება ცნობილი.


ნანახია: 749-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი