Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ყოველივე ეს არ ქმნიდა გონივრულ ეჭვსაც კი, რომ მერი ‘საკუთარი’ გადაწყვეტილებით გეგმავდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას,’-რა განცხადებას ავრცელებს გიორგი ჭიღვარიას მრჩეველთა საბჭო?

თარიღი : 9-04-2020, 22:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ქალაქის უკვე ყოფილ მერს გიორგი ჭიღვარიას იმ მიზეზების განმარტებისკენ მოუწოდებს, რის გამოც მან თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

“სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე და ასევე როგორც მუნიციპალიტეტის უმაღლესი არჩევითი თანამდებობის პირის სათათბირო ორგანო, ვალდებულად მივიჩნევთ გამოვეხმაუროთ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის- გიორგი ჭიღვარიას გადადგომის საკითხს და გამოვხატოთ ჩვენი გაკვირვება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, 2018 წლის 19 ივნისს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ჭიღვარიას ბრძანების #1348 საფუძველზე შეიქმნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც არის მერის სათათბირო ორგანო.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, კანონითა და საბჭოს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად მუშაობდა ქალაქის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან, მის მოადგილეებთან, მერიის ადმინისტრაციასთან და სამსახურებთან. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფორმატში არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი თუ საკითხი იქნა განხილული, რაზედაც შესაბამისი რეკომენდაციები იქნა შემუშავებული და წარდგენილი.

საგულისხმოა, მერის აქტიური ჩართულობა საბჭოს საქმიანობის პროცესში და მისი მაღალი მოტივაცია აქტიურად გაეგრძელებინა მუშაობა 2020 წელში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე, რომლებიც მან საბჭოს დეტალურად გააცნო 2019 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.
ყოველივე ეს არ ქმნიდა გონივრულ ეჭვსაც კი, რომ მერი “საკუთარი” გადაწყვეტილებით გეგმავდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას.

გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის მერი მუნიციპალიტეტის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირია, რომელსაც, პირდაპირი წესით არჩევის გამო, ქალაქის მოსახლეობისგან მაღალი ლეგიტიმაცია აქვს მინიჭებული ქალაქ ქუთაისის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები მოვუწოდებთ:

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააკეთოს მკაფიო განცხადება და მოახდინოს ქუთაისის მოსახლეობის ინფორმირება გადადგომის მიზეზებთან და პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით;

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შენგელიას მოიწვიოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ჭიღვარია 10 აპრილს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაგეგმილ რიგარეშე სხდომაზე რიგარეშე ანგარიშის წარსადგენად.

აგრეთვე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები მივიჩნევთ, რომ:

დღეს არსებულ ვითარებაში, როდესაც ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია ამავე დროს არის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელიც მისი მოულოდნელი გადადგომა ამძიმებს ქალაქის წინაშე არსებულ საორგანიზაციო და ლოგისტიკურ მდგომარეობას, რაც ამ ვითარებაში სწრაფ მართველობით გადაწყვეტილებებს მოითხოვს;

სასურველი იყო ქალაქ ქუთაისის მერს ასეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას (განსაკუთრებით მოცემულ ვითარებაში) ემსჯელა საბჭოსთან,”-ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ქუთაისის მერმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის, თუმცა ქუთაისში და ქუთაისის გულშემატკივრად რჩება.


ნანახია: 1077-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერის მრჩეველთა საბჭო კიდევ ერთი წევრით გაიზარდა და ის ჟურნალისტი მაია ყუფარაძე იქნება.
საბჭო მერის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოა და მის შექმნას ადგილობრივ ხელისუფლებას კანონი ავალდებულებს.
ქუთაისის მერს სხვადასხვა დარგის ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული მრჩეველთა საბჭო ეყოლება. საბჭოს პრეზენტაცია, რომელიც დაახლოებით
სხდომაზე სულხან მახათაძემ საბჭოს წევრებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებული და სამომავლოდ განსახორციელებები პროქტების