Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში დაინფიცირებულ ოჯახთან კონტაქტში მყოფი პირების სია დადგენილია

თარიღი : 9-04-2020, 19:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის გიგა ბუაძის თქმით, ვანში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტები უკვე დადგენილია.

„ინფიცირებული ქალბატონის მეუღლეს, რომელსაც „კოვიდ-19“ თავადაც დაუდასტურდა, სამშენებლო პროდუქციის მაღაზია აქვს, რომელიც დაიკეტა მყისიერად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე. მამაკაცს ზუსტად ის საკონტაქტო წრე ჰყავს, რაც მის მეუღლეს, ამიტომ კონტაქტების იდენტიფიცირება არ გაგვიჭირდა“, – განაცხადა ბუაძემ.

ინფიცირებულ მამაკაცს ვანში სამშენებლო მასალების მაღაზია აქვს, თუმცა გიგა ბუაძის თქმით, მამაკაცს მაღაზია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ არ გაუღია, შესაბამისად, მას არ ჰქონდა კომუნიკაცია მომხმარებელთან.

ამ დროისთვის ვანის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 31 მოქალაქე იმყოფება. ერთმა პირმა კი საკუთარი ნებით საკარანტინო სივრცეში გადასვლა ითხოვა და ის წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაშია“ გადაყვანილი.


ნანახია: 808-ჯერ

მსგავსი სიახლეები