Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ქუჩები მოირეცხა

თარიღი : 8-04-2020, 23:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ქუჩები ქაფითა და სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, სამუშაოები ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისებმა“ განახორციელა. “სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებთან ერთად, ქუჩების გადარეცხვაში მონაწილეობა მიიღო საგანგებო სიტუაციების სამსახურმაც, რომელიც პროცესში საკუთარი ტექნიკით იყო ჩართული.

სულ ქუთაისის ქუჩებში რვა ერთეული სპეცტექნიკა მუშაობდა, რომელიც ქაფის ძლიერი ჭავლით რეცხავდა ქუჩებს.

ქუჩების მორეცხვის პროცესს ესწრებოდა ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი.

მორეცხვა განხორციელდა სპეციალური ხსნარით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. როგორც“ სპეციალურ სერვისებში“ აცხადებენ, მსგავს ღონისძიებებს ისინი ორ კვირაში ერთხელ განახორციელებენ.


ნანახია: 429-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოირეცხა.

ამინდი