Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შსს-მ თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა

თარიღი : 23-03-2014, 19:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობა გახსნა.
1993 წელს დაბადებული ლაშა მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში ლაშა მ. თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა გელა რობაქიძის ოჯახს, საიდანაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით 20 000 ლარი, 4 000 აშშ დოლარი, 1 500 ევრო, 750 თურქული ლირა, ოქროს სამკაულები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში ბრალდებული ერთი პირი უკვე დააკავეს, კიდევ სამი პირის ვინაობა დადგენილია. მათ დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს


ნანახია: 2556-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ქუთაისში დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას,
შსს-მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი დააკავა, დანარჩენების დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს

ამინდი