ქუთაისში, კომენდანტის საათის დროს ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

ქუთაისში, კომენდანტის საათის დროს, ასათიანის ქუჩაზე არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. შემთხვევა ქუჩაზე, ბენზოგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაუჩინარების ფაქტი ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა დილით აღმოაჩინეს. ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ რამდენიმე პირმა აპარატი ხელის ურიკაზე მოათავსა და ტერიტორიიდან ამგვარად გაიტანა.
“პოლიცია იყო მოსული და ნახეს ჩანაწერები. ღამის ოთხ საათზე მოხდა ეს შემთხვევა,”-აცხადებენ ადგილზე.