Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერის საავადმყოფოში პერსონალის ტესტირება დასრულდა-კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუფიქსირდა

თარიღი : 6-04-2020, 18:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერის სამედიცინო ცენტრში სწრაფი ტესტებით გამოკვლეული 100 პირიდან ახალი კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულება საქმიანობას შეუფერხებლად განაგრძობს.

საავადმყოფოს პერსონალის კორონავირუსზე შემოწმება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სამედიცინო ცენტრის ექიმ-ინფექციონისტს ვირუსი დაუდასტურდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ მედიკოსები სრულად არიან ეკიპირებული და ეკიპირების მარაგებიც გააჩნიათ.

ამ დროისათვის დადასტურებული კოვიდ19-ით საჩხერის საავადმყოფოში სამი პაციენტია მოთავსებული, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება საკარანტინე სივრცეს, ადგილზე 15 პირი რჩება, რომლებიც კარანტინს რამდენიმე დღეში დატოვებენ.


ნანახია: 356-ჯერ

მსგავსი სიახლეები