Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერეში, დაინფიცირებული ექიმის კონტაქტებს კარანტინში გადაიყვანენ

თარიღი : 6-04-2020, 11:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერეში, ეპიდემიოლოგებმა დაინფიცირებული ექიმ-ინფექციონისტის კონტაქტების კვლევა დაასრულეს. ჯამში მათ ექიმის 75 კონტაქტი შეისწავლეს.

საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ კონტაქტების ნაწილი კარანტინში გადავა, ნაწილი კი თვითიზოლაციაში დარჩება და მათ ინფექციონისტები დააკვირდებიან.

“როგორც იცით, გუშინ გაგზავნილი ნიმუშების პასუხი ცნობილია. კორონავირუსი არც საჩხერის მერს და არც მედიკოსებს დაუდასტურდათ. მეტი სიმშვიდისთვის, ეპიდემიოლოგების მიერ გამოკვკეული ყველა პირი კარანტინში გადავა. ვისაც საცხოვრებელში დარჩენისა და თვითიზოლაციისათვის შესაბამისი პირობები დაუდასტურდება, ის თვითიზოლაციაში დარჩება. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ საჩხერეში პანიკა არ იყოს,”-აცხადებს საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ლალი ტაბატაძე.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის მერის მეუღლეს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმ-ინფექციონისტია, კორონავირუსი დაუდასტურდა.


ნანახია: 338-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი