Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თარიღი : 5-04-2020, 22:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერის მერს ბენიამინ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა,-ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

კორონავირუსი არ დაუდასტურდა საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს.

საჩხერის მერის შესაძლო დაინფიცირებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც დადასტურდა, რომ მერის მეუღლეს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმ-ინფექციონისტია, კოვიდ 19 დაუდასტურდა.

“ექიმი სავარაუდოდ დაინფიცირდა პაციენტებისგან. მისთვის ჩატარებული ანალიზის პასუხი იყო სუსტად დადებითი. ექიმ-ინფექციონისტებმა დავიწყეთ მუშაობა. დღეს იმ ადამიანების საანალიზო მასალა, რომელთანაც ექიმს შეხება ჰქონდა, გავაგზავნეთ ლაბორატორიაში. ანალიზები გაუკეთდა ექიმის ოჯახის წევრებს და პასუხი უარყოფითია. ყველა კონტაქტი, რომელიც დადგენილია, არის იზოლაციაში და მათ ვაკვირდებით. ხვალიდან უკვე ველოდებით სწრაფ ტესტებს და ტესტი ყველა იმ ადამიანს გაუკეთდება, ვისაც ბოლო პერიოდში დაინფიცირებულ ექიმთან ყველაზე მეტი კონტაქტი ჰქონდა,”- ამბობს საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ლალი ტაბატაძე.

არსებული ინფორმაციით, ექიმს კორონავიური პაციენტისგან გადაედო. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ მომხდარს იკვლევენ, რადგან კლინიკას პერსონალი სრულად ეკიპირებული ჰყავს.


ნანახია: 2308-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი